თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩ რინა კალიურანდისთან და ნორვეგიის ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენთან, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა.

„დღეს ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ.

ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების ცენტრი, რაც დაეხმარება რეგიონს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო განმტკიცების და საგანმანათლებლო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ერთობლივ მიმდინარე პროექტებზე და შევაფასეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა