აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი - აჭარაში მეწყრული პროცესებისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესებისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა- საციხური-გელაურის საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა.

"აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოძრაობაზე შეზღუდვა ეტაპობრივად იხსნება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესებისგან საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

ძირითად მიმართულებებზე უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა, დარჩენილ მონაკვეთებზე კი სამუშაო პროცესი გრძელდება.

ინტენსიური მუშაობის შედეგად ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა, რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები",- აცხადებენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს