თემო გოცაძე 80 წლის გახდა

თემო გოცაძე 80 წლის გახდა

დღეს საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის 80 წლის იუბილეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, თემო გოცაძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმისა მიხეილ თუმანიშვილის პრემიების მფლობელი.

„1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო.

ათ წელზე მეტი ის საქართველოს მხატვრის სახლის, ხოლო შემდგომი ოცი წელი სურათების ეროვნული გალერეის დირექტორი იყო. მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმანენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. მხატვარი წლების მანძილზე აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელს უკავშირდება მხატვართა თაობების გაზრდა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა.

თემო გოცაძეს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გელერეებში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა