27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი - ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა „იმედის“ დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა

ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა, - ამის შესახებ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მათ აინტერესებთ დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს. ამასთან, ჰქონდა თუ არა კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ინვენტარიზაცია, რაც საჭიროა პოსტვაქცინაციის პერიოდში.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვერ მოვიპოვეთ დოკუმენტაციები, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც თავდაპირველად არასრულყოფილი სახით გადმოგვეცა.

ახალციხეში ჩვენი წასვლის თვითმიზანი იყო ის, რომ გამოგვეკვლია მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, მანამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით.

ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა „იმედი“.

ჩვენ გვაქვს კითხვა, უშუალოდ მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციის შემდეგ, გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა, კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ინვენტარი პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად