"ალიზი" პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამეზობლოს აშენებს

"ალიზი" დეველოპერული კომპანიაა, რომლისთვისაც ხარისხიანი და კომფორტული სახლის მშენებლობასთან ერთად მეგობრული სამეზობლოს შექმნაც მნიშვნელოვანია.

ვიმეზობლოთ - ეს მათი სლოგანი და მთავარი ღირებულებაა, რომელსაც მობინადრეებისთვის ქმნიან.

როგორც გავიგეთ „ალიზის“ ისტორია და ფასეულობა მის სახელთან ძალიან მჭიდრო კავშირშია.

ალიზი - მზეზე გამომშრალ აგურს ნიშნავს, რომლის მთავარი უპირატესობა სიმტკიცესა და ერთიანობაშია. ამ თვისების გამო, ძველად ალიზისგან გალავნებს და ქალაქებსაც კი აშენებდნენ.

სწორედ ასე დაიბადა კომპანიის სახელის იდეა, რომელიც სიმტკიცისა და ერთიანობის ფასეულობას ყველაზე კარგად გამოხატავს.

„ალიზში“ სჯერათ, რომ მეზობლობა ყველაზე დიდი ღირებულებაა და იმისთვის რომ სამეზობლო გაცოცხლდეს ყველამ ერთი ალიზი უნდა დავდოთ საერთო იდეისთვის. სჯერათ, რომ თანამედროვე, ტექნოლოგიურ სამყაროშიც შეგვიძლია გვქონდეს სამეზობლო, სადაც კარის ზღურბლთან არ დამთავრდება ჩვენი სახლი.

რატომ ალიზი?

ჩვენი სამეზობლო მშვიდ უბანში, რევაზ გაბაშვილის N10-ში, მეტრო ახმეტელიდან 20 წუთის სავალზე დასახლდება. ალიზი მუხიანის სამეზობლოს 12- სართულიან შენობაში გათვალისწინებულია 127 ბინა და მყუდრო ეზო, სადაც:

• მოეწყობა მრავალწლიანი ფიჭვებით და დეკორატიული ნარგავებით გამწვანებული დასასვენებელი ზონა და გასართობი სივრცე, ყველაზე პატარა მეზობლებისთვის;

• მოეწყობა საერთო სარგებლობის გარე საპარკინგე სივრცე;

• შშმ პირებისთვის განთავსდება საპარკინგე ადგილები;

• სამეზობლოს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მოეწყობა ველოსიპედების სადგომი;

2021 წლის დეკემბრის ბოლოდან, მეზობლებს ბინები გადაეცემათ მწვანე კარკასის მდგომარეობით და შეძლებენ შიდა სარემონტო სამუშაოების დაწყებას.

მეზობლობა ალიზი მუხიანში ბინის შეძენიდან დაიწყება, თუმცა ახალმოსახლეობას 2022 წლის ივნისიდან იზეიმებენ.

გადახდის პირობები:

სპეციალური ფასი მათთვის ვინც ერთიანად გადაიხდის თანხას;

0%-იანი შიდა განვადება;

საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხი.

ამ ვიდეოში სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანს მოუყარეს თავი, თითოეული მათგანი სახლში საკუთარ კომფორტს ეძებს, მაგრამ ამასთანავე „ალიზში“ ცხოვრებით თავისი უნიკალური ღირებულება შემოაქვს სამეზობლოს შენებაში.

ამიტომ, ყველამ ვინც კომპლექსში ცხოვრებას გადაწყვეტს უნდა იცოდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორი ინტერესები, ცხოვრების წესი ან რეჟიმი გაქვთ, მთავარია ერთმანეთი გვერდით გეგულებოდეთ.

ალიზი - ვიმეზობლოთ

(R)

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს