სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია განახლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სადაც მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა ადგილობრივი მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია განახლდა. მაშველები ცდილობენ, მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვი და მწყემსები გამოიყვანონ.

სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ექვსი მწყემსი და ასამდე სული პირუტყვი სოფლის განაპირას, მდინარის კალაპოტში არსებულ ფერდობზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და ადამიანებიც და პირუტყვიც აღნიშნულ კუნძულზე ჩარჩნენ.

სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და სპეციალური მცურავი საშუალებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 4 მწყემსის გამოყვანა შეძლეს, ორმა კი, აღნიშნულ კუნძულზე დარჩენა და პირუტყვის მეთვალყურეობა გადაწყვიტა. მაშველებმა, გუშინ, გვიან საღამოს მწყემსებისთვის კარავი გამართეს. ამჟამად, მწყემსები უსაფრთხოდ არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა