დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, საქართველო პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა.

ზალკალიანის განმარტებით, საქართველო საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, როგორც სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალიაზე მოვისმინეთ ძალიან მკაფიო და პოზტიური შეფასებები ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, საქართველო არის პრიორიტეტულ საკითხებს შორის, მათ შორის, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ ასევე, როგორც გენერალური მდივნის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა ევროკავშირის უმაღლეს წარმოადგენელთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, როგორც სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა