დავით ზალკალიანი - ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ როცა მეორე მხრიდან გვესმის, რომ ისინი კომპრომისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიჩნევენ

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ როდერსაც მეორე მხრიდან გვესმის, რომ ისინი კომპრომისად მიიჩნევენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, როგორც კი ის გირაოს გადაიხდის, პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„რაც შეეხება კომპრომისებს და მოლაპარაკებებს, მოგეხსენებათ, რომ პირველი რაუნდი დასრულდა. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს არ დასრულდებოდა პირველივე შეხვედრაზე, რადგან კომპლექსური საკითხები და რთული თემებია განსახილველად, რაც მოითხოვს არა წინაპირობებით და დათქმებით მისვლას მოლაპარაკებებზე, არამედ შეთანხმებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და კომპრომისის ძიების მიმართულებას.

მგონი, საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იხილეს ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ რეკომენდაციები, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იყო, როგორც კომპრომისული ნაბიჯი, უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მასში არის ინკორპორირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან, რაც არის უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, რომ დაინიცირებულია წინადადება, რომ არჩევნებში ზღვარმა 5-დან 3%-მდე დაიწიოს. ასევე ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ჩვენი მხრიდან გაჟღერდა მზაობა, რომ საქართველომ გააგრძელოს ნაბიჯები მართლმასაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. განხორციელდა 4 ტალღა, მაგრამ მზად ვართ, გამჭვირვალობასთან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები იყოს გადადგმული. დაფიქსირებულია ასევე მზაობა, რომ თუკი შემოვლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამოძიება და თუკი 1% მაინც იქნება გადაცდომა ჩატარდეს ადრეული არჩევნები“, - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა: „პოლიტპატიმრების საკითხი ასე არ დგას“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით ამ მიმართულებითაც პოზიცია არის ცალსახა - მზაობა არაერთხელ იყო დაფიქსირებული ხელისუფლების მხრიდან, რომ როგორც კი იქნება გადახდილი გირაო, ნებისმიერ მომენტში ის გათავისუფლდება. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ როდერსაც მეორე მხრიდან გვესმის, რომ ისინი კომპრომისად მიიჩნევენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო