ზუგდიდის მერია - ანაკლიაში, გვიან ღამით მდინარე ენგურზე წყლის მატების გამო, კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიაში, გვიან ღამით მდინარე ენგურზე წყლის მატების გამო, კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 15-მდე ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზოები დაეტბორა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილზე დროულად მობილიზდა სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება