თბილისში ახალი სამოქალაქო გაერთიანება დაფუძნდა

სოლიდარობა მშვიდობისთვის - ამ სახელწოდებით ახალი სამოქალაქო გაერთიანება დღეს, 24 მარტს თბილისში დაფუძნდა. არაპოლიტიკური მოძრაობა განსხვავებული შეხედულების მქონე ახალგაზრდებს ერთი იდეის გარშემო აერთიანებს - მშვიდობა საქართველოში, მოკავშირე ქვეყნებს შორის და მსოფლიოში.

“აქამდე არაერთი ორგანიზაციის და სამოქალაქო აქტივობის იდეად დაუსახელებიათ მშვიდობის დანერგვა რეგიონში. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მისია არაა - ეს ორგანიზაციის ყოველდღიური სამუშაო გეგმაა. ჩვენი გუნდის შეკრების მთავარი მიზეზი ამ დრომდე არსებული უმოქმედობა იყო. რეალურად აქტიური ქმედებები იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს - აქამდე არ განხორციელებულა. ჩვენ - მოძრაობის წევრები ვაანალიზებთ ჩვენს მნიშვნელოვან როლს კრიტიკულ მომენტში და ვფიქრობთ, რომ მოცდის დრო აღარ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული დიპლომატიური პროცესები - ხალხის ნებით და მშვიდობის სახელით ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ წარიმართოს”. - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოლიდარობა მშვიდობისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა. დღესვე მიიღეს ბორდის წევრებმა გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაციის კარი მშვიდობის მიმართ სოლიდარულად განწყობილი ყველა მოქალაქისთვის გახსნან. შემდეგ შეხვედრებზე კი მედიისთვის მოძრაობის წევრების შესახებ, სამოქმედო გეგმის დეტალები და აქტივობების კალენდარიც გახდება ცნობილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო