თამარ გაბუნიას განცხადებით, 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეების მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით „დიდი აქტიურობა“ ამ დროისთვის არ შეინიშნება

მიუხედავად იმისა, რომ 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეების რეგისტრაციისთვის პორტალი გაიხსნა, დიდი აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია და პროცესში ცნობადი სახეების აქტიური ჩართულობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს წინ.

„ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც გვაქვს ზუსტი მოლოდინი, რამდენად დიდი იქნება მოთხოვნა „ფაიზერის“ ვაქცინაზე. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მეტად განწყობილი იყოს „ფაიზერის“ მიმართ, გარკვეული ნაწილი „ასტრაზენეკას“ მიმართ. უნდა დავაკვირდეთ ერთი კვირა მაინც. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ პორტალი გაიხსნა, დიდი აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება, ამდენად საინფორმაციო კამპანია და ცნობადი სახეების აქტიური მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მეტად აქტიურად წავიდეთ წინ,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მან ვაქცინაციის პროტოკოლის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონით -10, ხოლო „ფაიზერის“ ერთი ფლაკონით 6 ადამიანის აცრაა შესაძლებელი, ფლაკონი არ გაიხსნება, თუ რიგში შესაბამისი რაოდენობის ადამიანი არ იქნება.

„ორივე შემთხვევაში, როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მოქალაქე უნდა დარჩეს ვაქცინაციის ადგილზე 45 წუთის განმავლობაში, თავდაპირველად 30 წუთი იყო პროტოკოლით გათვალისწინებული, თუმცა შემდეგ, უფრო მეტი სიფრთხილის გამო, გაიზარდა ეს დრო 45 წუთამდე. „ფაიზერს“ სჭირდება სპეციალური საინექციო შპრიცი, რომელიც ქვეყანამ შეიძინა მანამდე, ეს შპრიცი არის უკვე დარიგებული ამ 6-ვე დაწესებულებაში, პერსონალი მომზადებულია. სხვა განსხვავება ადმინისტრირების წესში, გარდა იმისა, რომ ტემპერატურული რეჟიმი არის განსხვავებული, არ არსებობს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში ფაიზერის ვაქცინაც ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში და ამიტომ, დოზების გატანა მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ვიცით, რომ 6 ადამიანის აცრა არის შესაძლებელი ერთი ფლაკონი“ფაიზერით“, როცა „ასტრაზენეკათი“ არის 10 ადამიანის აცრა შესაძლებელი ერთი ფლაკონით, ამდენად 6 ადამიანი თუ არ იქნება რიგში, ისე „ფაიზერის“ ფლაკონი, რა თქმა უნდა, არ გაიხსნება და იგივე შეეხება „ასტრაზენეკას“. ამას გააკონტროოლებენ ძალიან მკაცრად კლინიკები.“- განაცხადა გაბუნიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ