ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ მიეწოდება კლინიკებს მხოლოდ 2 დღის სამყოფი „ფაიზერის“ ვაქცინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კლინიკებს მხოლოდ 2 დღის სამყოფი „ფაიზერის“ ვაქცინა მიეწოდებათ. მისივე განმარტებით, ეს განპიროებულია იმით, რომ გალღობის შემდეგ, ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე, დაახლოებით 5 დღის განმავლობაში შეიძლება იქნას შენახული.

ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იმუნიზაციის პროცესში, რაც შეიძლება მინიმალური იყოს ვაქცინის დანაკარგი.

„ფაიზერი“ დილას რაც შემოვიდა, ის დასაწყობებულია ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალურ ცივი ჯაჭვის საწყობში. იმუნიზაცია დაიწყება „ფაიზერით“ 30 მარტს, ამიტომ 28-29 მარტში შესაბამისი დოზები ტრანსპორტირებული იქნება იმ წესების დაცვით, რაც არის -80 გრადუსი, ქუთაისსა და ბათუმში, ოღონდ იქნება ის შენახული -80 გრადუსზე, ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩვენს დეპარტამენტებში, როგორც ქუთაისში, ისე ბათუმში და კლინიკებს ისინი მიეწოდება იმ რაოდენობით, რამდენი ადამიანიც იქნება ყოველდღიურად ანუ მაქსიმუმ 2 დღის დოზა მიეწოდებათ კლინიკებს, რადგან ის გალღობის შემდეგ, დაახლოებით, 5 დღე ჩვეულებრივი, 2-დან 8 გრადუსამდე მაცივრის ტემპერატურაზე შეიძლება იქნეს შენახული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ისე, რომ რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგი გვქონდეს. დანაკარგი რაღაც რაოდენობით იქნება, მაგრამ მინიმალური უნდა იყოს ის. სპეციალური შპრიცებია, ავტოდესტრუქციული შპრიცები, სადაც დანაკარგი მინიმალური კი არა, საერთოდ არ არის მისი გამოყენების შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს პროფესიული გადამზადების უწყვეტი პროცესი, იმიტომ, რომ თუ ამცრელი პუნქტების რაოდენობა არ გაფართოვდება, ქვეყანა იმუნიზაციის დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

„ქვეყანაში მასობრივი იმუნაზაციისთვის, რომელიც მე-3-მე-4 კვატლიდან იქნება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მეტი კლინიკა და მეტი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთოს, იმიტომ, რომ თუ არ გაფართოვდა შემდეგომში ამცრელ პუნქტთა რაოდენობა, ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ამიტომ უწყვეტი პროფესიული მზადება და გადამზადება მუდმივი თანამგზავრი იქნება ამ პროცესის, იმიტომ, რომ უნდა გაფაროვდეს იმ ადამიანთა წრე, ვინც ცრის,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა