არჩილ ჩიქოვანი „გაერო-ს ბავშვთა ფონდის“ წარმომადგენელს, ესტონეთის ელჩს, ნორვეგიის ელჩს და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი „გაეროს ბავშვთა ფონდი“ წარმომადგენელს, ღასან ხალილს, ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდს, ნორვეგიის ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ეკა დგებუაძეს შეხვდა.

ბათუმის მერიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2020 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში (CFCI) მონაწილეობის თაობაზე.

„შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების ელჩებმა, ამ მიმართულებით ბათუმს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბავშვთა მეგობრული ქალაქის ინიციატივის MoC–ის ფარგლებში ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

,,ბავშვზე მორგებული ქალაქი" UNICEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს