„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და დროებითი კონსტრუქციის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.

„მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას და კანონის უზენაესობას. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და დროებითი კონსტრუქციის (მათ შორის - კარვების) განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა.

ანალიტიკური დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტის განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც შესაბამის ორგანოებს მოცემული საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.

ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისას, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააანალიზა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ მომზადებული ანგარიშები, შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეისწავლა მისი პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით არსებული ტენდენციები და გამოწვევები; განიხილა პოლიციის მოქმედების სამართლებრივი ჩარჩო და შეაფასა კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობა და პრობლემები; გააანალიზა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (Case-law of the ECHR-Judgments and Decisions) და საერთაშორისო სტანდარტები”, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიში მომზადდა NED(National Endowment for Democracy) პროექტის ,,საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის'' ფარგლებში

ანგარიში სრულად იხილეთ თანდართულ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს