გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ სიტუაციაში, 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ სიტუაციაში, 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა უნდა ემსახურებოდეს კრიზისის განმუხტვას, რისთვისაც „საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“.

„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როცა ივანიშვილის რეჟიმი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის აუქმებს არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ