გურჯაანში დაჭრილი ერთ-ერთი პირის მამა მომხდარს შურისძიებას არ უკავშირებს

გურჯაანში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილის, მალხაზ ბადუაშვილის მამა, ნოდარ ბადუაშვილი აცხადებს, რომ ფაქტს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს, ხოლო 3 პირი დაჭრეს, შურისძიებას არ უკავშირებს, შესაბამისად, არავისთან მიმართებაში ეჭვიც არ აქვს.

„მუშებს ატარებს ყოველდღე და თვითონაც მათთან ერთად მუშაობდა. ახალშენში ვენახი გვაქვს და იქ მიდიოდა სამუშაოდ. ჩემი შვილის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მე მგონი, ოთხნი იყვნენ“, - აცხადებს ნოდარ ბადუაშვილი.

კითხვაზე, როდის დატოვა მისმა შვილმა საპატიმრო დაწესებულება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე იყო დაკავებული, მამა პასუხობს, რომ „არ დაუმტკიცდა, იარაღი ტყუილად ჩაუდეს და დიდი ხანია, რაც გამოვიდა“.

„არავისთან კონფლიქტი არ მომხდარა, არავისზე ეჭვი არ მაქვს“, - განაცხადა ნოდარ ბადუაშვილმა.

შეგახსენებთ, გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით