თორნიკე რიჟვაძე - გაფართოვებული, განვითარებას დაქვემდებარებული აეროპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა დაგვეხმარება, რომ მალე შევძლოთ ეკონომიკური დინამიკის აღდგენა

„მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეებისა, გაფართოვებული, განვითარებას დაქვემდებარებული აეროპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა დაგვეხმარება ძალიან მალე შევძლოთ ეკონომიკური დინამიკის აღდგენა როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული ინფრასტრუქტურით შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან.

„მისასალმებელია, რომ ძალიან მოკლე ვადებში ოპერატორმა კომპანიამ შეძლო მართლაც შთამბეჭდავი სამუშაოები განეხორციელებინა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დღეს უკვე განახლებული ინფრასტრუქტურით შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა კომპანიის წარმომადგენლებს, შესაბამის სამინისტროებს, საქართველოს მთავრობას, ვინაიდან ჩვენ დიდი გამოწვევის ფონზე 8 თვეში შესაძლებელი გახდა, რომ ეს აეროპორტი დასრულებულიყო, გაფართოვებულიყო მისი გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უკვე ზაფხულისთვის შევძლოთ და ტურისტები დავუბრუნოთ როგორც ბათუმს და აჭარას, ასევე მთლიანად ქვეყანას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო