ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი

მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ჟოზეფ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ოპოზიციას დღეს ორი არჩევანი დარჩა.

„მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.

აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც 2 არჩევანი. ერთი ის, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკრადი, მათი აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები, მეორე, თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ მარგინალიზაციის გზით სიარული“,-აცხადებს ღარიბაშვილი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს