თორნიკე რიჟვაძემ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა

2024 წლამდე ვემსახურები, როგორც რეგიონს, ასევე ჩემს ქვეყანას, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

რიჟვაძე მისი გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ჭორი უწოდა.

„მინდა გითხრათ, რომ უკვე სამი წელია პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მსურს დაგამშვიდოთ ყველა, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი - 2024 წლამდე ვემსახურო, როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა