ოზურგეთის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის მერს უსმენდნენ, ხმაური იყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ საკრებულოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა, ,,,ნაციონალური მოძრაობიდან" მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. მათ სხდომაზე კონსტანტინე შარაშენიძის მიერ შევსებული დეკლარაციების ასლები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ მისი და მისი ოჯახის შესყიდვები მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლებს.

მათივე თქმით, მერმა პანდემიის პერიოდში კანონდარღვევით აწარმოა ტენდერები და ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც უხარისხოდ არის შესრულებული.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ისინი აღნიშნულ საკითხებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

„რაც შეხება დღევანდელ ანგარიშს, მერის უცენზურო გამოხტომებს, ეს მას სჩვევია და ყველამ კარგად იცის, რომ პირველი ვადით, როდესაც 2014 წლამდე იყო მერი, ეს ადამიანი, იარაღის საშუალებით უსწორდებოდა ოპონენტებს ოზურგეთში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის და ამიტომ ვერც ვერავის შეაშინებს.

რაც შეეხება მასთან დღევანდელ ჩვენს პრეტენზიებს, ეს არის სრულებით სამართლიანი, რაც არის გვერდებზე ატვირთული, შესყიდვებზე, იმ ტენდერებზე, რასაც მერი პანდემიის დროს ყიდულობდა პირდაპირი წესით, ეს იყო, ზეთი, ხახვი ბრინჯი, კარტოფილი, რაც „ქართულ ოცნებას“ უყვარს, სამმაგ ფასს იხდიდა ოზურგეთის მერი, მის ნათესავთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ვიდრე ლანჩხუთის მერია. ამ ადამიანს ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ, სამართალ დამცავ უწყებებს და მათ შორის პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ამ კორუფციული ფაქტებით. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლომის წვლილი შეიტანა ეს ადამიანი რომ გამხდარიყო მერი. ამ ადამიანმა კორუფციული თამაშების და სქემების გაშლა დაიწყო მუნიციპალიტეტში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ერთადერთი ფაქტი", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესიკ ქათამაძემ.

ოზურგეთის მერი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმიანობას მუდამ კანონის დაცვით ახორციელებს.

„პირველ რიგში, მერი ვალდებულია საკრებულოს ანგარიში ყოველწლიურად ჩააბაროს. დღევანდელი შეხვედრა იყო ერთ-ერთი სერიოზული, ყველა ადამიანს შეეძლო თავისი პოზიციის გამოხატვა, რა თქმა უნდა, არსებობენ მეტად კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მსგავს კითხვებს სვამენ. მიმაჩნია ამ ხალხს აქვს თავისი პოლიტიკური ხედვა, საკითხები, რაც ჩემთვის პრიორიტეტი არ არის. ნამდვილად ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ხალხის არჩეული მერი ვარ და მსგავსი გამოხტომები ხელს ვერ შემიშლის ხალს დაუდგე გვერდით. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ვარ საინტერესო პიროვნება , ჩემი ცხოვრებით და ჩემი საქმიანობით, ასე რომ ყოველთვის მზად ვარ საზოგადოებას და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ხალხს ვუპასუხო ყველანაირ კითხვაზე," - განაცხადა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა