კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შიდა ქართლში სამი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი კოვიდინფიცირების ფაქტების გამო, შიდა ქართლში კიდევ სამი საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარის საჯარო სკოლის პედაგოგს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა 5 აპრილის ჩათვლით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გიორგი კობახიძემ განაცხადა, ამ დროისთვის, კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, მუნიციპალიტეტში ორი სკოლა იმყოფება დისტანციურ სწავლებაზე.

ასევე, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლების პედაგოგებს დაუდასტურდათ კოვიდ 19-ით ინფიცირება, რის გამოც ორივე სკოლა 6 აპრილის ჩათვლით გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

,,დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტესტირებისას, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლების ორ პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. რესურსცენტრმა მიიღო რეკომენდაცია, რომ აღნიშნულ სკოლებში, 6 აპრილის ჩათვლით შეწყდეს საგანმანათლებლო პროცესი კლასებში და ორივე სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. ბუნებრივია, აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს", - აღნიშნა ,,ინტერპრესნიუსთან" კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ილურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო