ეკატერინე დგებუაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აჭარაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის პროცესს ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომლებიც აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება. სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, აჭარის 30 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტონურ მოდელს გაეცნობიან დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკის კუთხით.

ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან და ელჩებთან ერთად, აღნიშნულ პროექტში ახლად ჩართული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაც მოინახულა. სტუმრებმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან, მახუნცეთის საჯარო სკოლას გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განმავითარებელი სათამაშოები, წიგნები და სხვა საგანმანათლებლო რესურსები საჩუქრად გადასცა.

სტუმრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროექტში აჭარის მასშტაბით ჩართული სკოლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდსა და ელჩებს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და პანდემიის პირობებში სკოლების მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი საქართველოს მასშტაბით 100 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს და მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. პროექტს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.

ამასთან, განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებენ, რომელიც დაეხმარება 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ, სოციალურად დაუცველ, სკოლის მიღმა დარჩენილ და სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფ ბავშვებს, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს