ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ცნობით, ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მიზეზი დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი ნალექია, რამაც სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა.

კომპანიის განმარტებით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სათავე ნაგებობაზე წყალი აიმღვრა, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აბონენტების ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

„24 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა, კონკრეტულად კი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სათავე ნაგებობაზე წყალი აიმღვრა, რის გამოც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იძულებული გახდა, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა. წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხრელად სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

სპეციალისტების განცხადებით, ამ დროისთვის ფასანაურში წყლის ნორმა სტაბილურია და დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, უახლოეს საათებში წყლის მიწოდება აღუდგება ჟინვალსაც.

რაც შეეხება დუშეთს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი ხვალ დღის განმავლობაში მიეწოდება. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება, შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა