ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს

ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ მოხდა.

მათი თქმით, 18 აპრილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გადის, ამ დრომდე კი ნაფიცი მსაჯულების მხოლოდ ნაწილია შერჩეული და თუ დანარჩენების შერჩევა ვერ მოესწრება, ბრალდებული გათავისუფლდება.

ოჯახის ადვოკატები მომხდარს სასამართლო სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებული არ არის საქართველოს მოქალაქე და გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს.

მათი თქმით, თუ ბრალდებული საპატიმროს დატოვებს, გარდაცვლილის დედა თავის დაწვით იმუქრება.

მკვლელობა ქუთაისში 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა