აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის 45 ჯავშანია გაკეთებული.

სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კრიტიკულად მძიმეა ოთხი პაციენტი.