მიხეილ სარჯველაძე - იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არ არის, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არ არის და რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება - ოპოზიციის დესტრუქციას ვგულისხმობ, პასუხისმგებლობა უპირველესად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ამის შემოქმედი, ეს არის ოპოზიციის რიგებში დანახული არაერთი დესტრუქციული ელემენტი,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის უარყოფით იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა, იმ შემთხვევაში დადგეს, თუ მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულდება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ქართული ოცნება“ იმაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რაც მათი „დაშავებულია“.

„მოლოდინი, როგორიც არ უნდა იყოს, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მზადყოფნა, აქტიურად ვიყოთ ჩართული მოლაპარაკების პროცესში და არა მარტო ჩართული ვიყოთ, არამედ განწყობილი ვიყოთ, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდეს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ავიღებთ, მაგრამ იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არ არის და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება - ოპოზიციის დესტრუქციას ვგულისხმობ, პასუხისმგებლობა უპირველესად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამის შემოქმედია, ეს არის ოპოზიციის რიგებში დანახული არაერთი დესტრუქციული ელემენტი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებზე მმართველი გუნდის პოზიცია მოლაპარაკების პროცესში არ გადაიხედება. სარჯველაძის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს და ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მათ მოლაპარაკების პროცესშიც ექნებათ.

„არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს დენიელსონის ჩამოსვლას იმ ფონზე, როცა ცხადდება და ფიქსირდება პოზიცია, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხს და ასევე უმიზეზოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც, ასევე არ არის გონივრული გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებს. კრიზისი, რომელზეც დღეს არის საუბარი, შექმნილია ერთადერთი მოტივით - დაუმორჩილებლობით, პარლამენტში შესვლაზე უარის გაცხადებით იმ მოტივით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. იმ ფონზე, როცა არავითარი მტკიცებულება და ნიშან-წყალი არ არსებობს იმის, რომ არჩევნები გაყალბდა, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საშუალება და უფლება, შესაძლებლობა და საფუძველი და არც მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს და ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა და უფლება რასაკვირველია, გვაქვს, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესში,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს არ გადახედავს.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძე - ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო