ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაციისთვის ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს

ხაშურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმება გაფორმდა.

ღონისძიებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მონაწილეობდნენ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

„მთლიანობაში 63 მილიონი ევრო, ეს არის პროექტის ეს საორიენტაციო ღირებულება, რომელშიც ევროკავშირი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატულია ასევე, 7 მილიონ ევროზე მეტი გრანტრის სახით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდაგვარი სამუშაოები წყალმომარაგების და წყალარინების არ განხორცილებულა“ ,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გაფორმებული გრანტი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებაზე.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს. რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც, აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება.

„წყალი საქართველოს განვითარების ძირითადი რესურსია. კლიმატის ცვლილებით, ეს შეიძლება მწირი რესურსი გახდეს. თუმცა, მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, წყლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია. ევროპულ, და განსაკუთრებით ფრანგულ კომპანიებს დიდი კომპეტენცია აქვთ წყლის ეფექტურად მართვაში. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთისთვის წყლის მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში. დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (Team Europe), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს“,- განაცხადა დიეგო კოლასმა.

ამ დროისათვის, ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი ახორციელებს. პროექტი აძლიერებს UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დღეს გაფორმებული გრანტი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებაზე და UWSCG–ს შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებაზე. ყოველივე ეს მოიტანს ორ ძირითად ეკონომიკურ შედეგს: ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება უზრუნველყოფს უკეთეს წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურების დანერგვას; ხოლო ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის კონტრიბუცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (UWSCG) მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდის საშუალებას მისცემს, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

პროექტი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას მოიცავს. აღჭურვილობის შესყიდვას ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციის შეზღუდულ ფაზასა და საკონსულტაციო მომსახურებას, ისევე როგორც ყველა საქმიანობას, რომელიც სტრუქტურირებულია სამუშაო კომპონენტად და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტად, რათა ხელი შეუწყოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების განვითარებას კომპანიის მომსახურების სრულ არეალში ახალი ნოუ-ჰაუს დანერგვის შედეგად.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს