ლიეტუვის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეწვია

დუშეთის მუნიციპალიტეტს საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ეწვია და მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა ელჩს მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლიეტუვის საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. ლიეტუვის რესპუბლიკის ორ მუნიციპალიტეტთან - შაკიაიასთან და პრიენაისთან, დუშეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს კულტურას, განათლებას, სპორტს, ტურიზმს, ბიზნესს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დუშეთში დაარსდა ლიეტუვური კულტურის ცენტრი.

მუნიციპალიტეტში ჩატარდა არაერთი კულტურული ღონისძიება რომელიც ლიეტუვის მხარემ წარმოადგინა: ფოტო და სამხატვრო გამოფენები, კონცერტები და შემოქმედებითი სემინარები. მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია ლიეტუვური ფოლკლორული კონცერტი დუშეთში.

საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო