გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 119 ადამიანი აიცრა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 119 ადამიანი აიცრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 პირი. ამასთან, 24 საათში მუნიციპალიტეტში ჩატარდა 255 კვლევა, მათ შორის 201 ანტიგენის, ხოლო 54 PCR ტესტით.

„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 116, საიდანაც საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 33 მოქალქე. იზოლაციაში იმყოფება 205 პირი.

მუნიციპალიტეტში დღემდე კორონავირუსზე აიცრა 119 ადამიანი. აცრა ნებაყოფლობითია. 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც, რომელთაც აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების პერსონალის გეგმიურ ტესტირებას.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება რიგი რეგულაციები.

გორის მერია მოგიწოდებთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს