აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება

აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება. სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო იმ მთებს შორისაა, სადაც კვლევებზე დაყრდნობით ახალი, გარდამავალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურისტულად მიმზიდველი და თემატური სოფლების იდენტიფიცირება იგეგმება. ასევე, იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, რეწვის ოსტატების და ხეობისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების აღწერა. კვლევა აჭარის რეგიონში მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასებასაც ითვალისწინებს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კვლევის საფუძველზე, აჭარის მთებში ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარებას გეგმავს. ბოლო წლებში, აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ უკვე შექმნა 5 ახალი ტურისტული მარშრუტი და პროდუქტი, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ. მათ შორისაა, ქობულეთი-შუახევის გარდამავალი ტურისტული ბილიკი, ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი და კანიონინგი უჩხოს ხეობაში. ტურისტული პოტენციალის კვლევა აპრილში დაიწყება და მაისისთვის დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა