ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში „ასტრაზენეკასა" და „ფაიზერის" ვაქცინებზე 300-მდე ჯავშანი არის გაკეთებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში 65 წელს გადაცილებულ 10 პირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაუტარდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, „ასტრაზენეკასა" და „ფაიზერის" ვაქცინებზე 300-მდე ჯავშანი არის გაკეთებული.

ამასთან, მინისტრის თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუცია სტაბილურია.

„ტემპი შედარებით მომატებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ მოსახლეობის მომართვიანობა და დაინტერესება უფრო მაღალი იქნება.

აჭარაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაქვს, ერთი-ორი დღე მატების შედარებით მცირე ტემპი გვქონდა.

ვალდებული ვართ ისევ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია.

ჯამში, 421 პირია აცრილი, მათ შორის 10 არის 65 წელს გადაცილებული. ჯავშანი ორივე ვაცინაზე 300-მდე არის გაკეთებული",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა