მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიანმარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების კიდევ 16 მონაწილე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მომიტინგეები, რომლებიც 1-ელი თებერვლის სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, დღეს იანგონში, მანდალაისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გენერლები დღეს „შეიარაღებული ძალების დღეს“ აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში სამხედრო გენერალმა მინ ან ჰლაინმა განაცხადა, რომ სამხედროები ქვეყანაში დემოკრატიას და ადამიანებს იცავენ და მშვიდობიანობის აღდგენას ცდილობენ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, თუმცა არჩევნების ჩატარების თარიღი არ დაუსახელებია.

აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 328 ადამიანია მოკლული.

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია