ვლადიმერ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსანდრ ტუპიცკი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

”ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, საფრთხეს უქმნიან უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ უსაფრთხოებას”, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა რამდენიმე ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ოფიციალური პირების ქონების დეკლარაციებს ეხებოდა და კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები ჩამოართვა.

ალექსანდრ ტუპიცკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2013 წელს დანიშნა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ