ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე 6 ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ექვსი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულები ქობულეთში კლინიკა "ევექსში" გადაიყვანეს, მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ავტოსაგაზაო შემთხვევის გამო, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება" სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა