ანრი ოხანაშვილი - საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ადასტურებს, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე მსჯავრდებული სააკაშვილია და არა ნიკანორ მელია

„ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხის წამოწევა, რომ მოლაპარაკების პროცესში მიხეილ საააკშვილი უნდა ჩაერთოს, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არა ნიკა მელია, არამედ სააკაშვილია.

ამასთან, როგოც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, დიალოგში მისი მონაწილეობა დიპლომატების შეურაცხყოფაა.

„საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, ასევე პოზიციები მათი პარტიის მხრიდან და განცხდებები საქართველოს გარეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე მსჯავრდებული სააკაშვილია და არა ნიკანორ მელია. ამით სააკაშვილის და მელიას თანაპარტიელები ადასტურებენ იმას, რომ ფარსი იყო მელიას არჩევა და რეალური თავმჯდომარე არის სააკაშილი. თვითონაც გაურკვევლობაში არიან, ვისზე უნდა იყოს მოლაპარაკება.

ამასთანავე, საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, პირველ რიგში, მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაა. სააკაშვილი მსჯავრდებულია საქარველოში და მეორე მხრივ, იგი ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანზიებაში“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს