ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 მარტს, გამთენიას მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ საღამოს ცალმხრივ რეჟიმში მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა