გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობის და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე  დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ორივე ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, ჩადენილ დანაშაულში ორივე ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ სცნობს.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, 25 მარტს სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს