გოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო - მსვლელობას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო - მსვლელობას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მისი მეგობრები და მხარდამჭერები თბილისში დილიდან გაემგზავრნენ.

ისინი აცხადებენ, რომ გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პატიმარია.

მეგობრების ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არ იღებს არც მედიკამენტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, დღეს, 14:30 საათზე თბილისში გოგი წულაიას მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი სოლიდარობის ავტო -მსვლელობა გაიმართება.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა