„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

28 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, რთული ტექნიკური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას I - VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ასათიანის, ბუდაპეშტის და ლვოვის ქუჩების ნაწილს, დელისის, პიკასოს, შავგულიძის, ანჯაფარიძის, მაღალაშვილის, გელოვანის, დოლიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს.

ნუცუბიძის I, II, IV, V მ/რ-ებს, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფერმწერის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს, თხინვალას, ზაჰესის და ავჭალის დასახლებების ნაწილს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, ხანძთელის, უგრელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი 7-ს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა