რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების გამწვანების ზოლში 200-მდე ხის ნერგი და დეკორატიული ბუჩქი დაირგო.

მწვანე ნარგავები, ააიპ „რუსთავსერვის ცენტრმა“, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა.

აქციაში ეკოაქტივისტის სტატუსით ჩაერთო საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე.

"ჩვენი ქალაქის გამწვანებას ვაგრძელებთ. დღეს მე, როგორც ეკო მოხალისე შევუერთდი "რუსთავსერვის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციას. კანონის გამკაცრებასთან ერთად, ქალაქში გარემოზე ზრუნვა, საერთო პასუხისმგებლობაა და ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავხდეთ ეკომეგობრები და ეკომოხალისეები. მადლობას ვუხდი "რუსთავსერვის ცენტრს", ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს და ყველა ეკომოხალისეს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ღურწკაიამ, მოადგილე გოჩა ლორიამ და ეკომოხალისეებმა მიიღეს.

"დღევანდელი აქცია, არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. დღეს ჩვენ ერთობლივი აქცია გავმართეთ. ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მერიის ინფორმაციით, რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის ბოლოს მიიღო, საქართველოს პარლამენტმა კი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონში, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მიმდინარე წლის მარტში შეიტანა. რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში, ეკოლოგიის დაცვა, ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა