ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კავშირში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მგზავრს, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში არიან მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა