27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა, სავარაუდოდ, 29 მარტს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, „საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს დარწმუნებით ეცნობოს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა“.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი, როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“,- განაცხადა ტიკარაძემ 25 მარტს.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო