ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია და 2 ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით ერთმანეთთან აკავშირებს.

„ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები: გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი უკავშირდებიან საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს.

პროექტი ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამცირებს გადაადგილების დროს და მანძილს პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად, უკვე მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა“,-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა