გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაიწვა

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა ხანძრის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, 25 მარტს, ჩუმლაყი - ყიტაანის გზაზე ავტომანქანას ესროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ასევე მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიების მიზეზით მოხდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს