„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა

„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაკეში, თამარაშვილის ქუჩის გამყოფ ზოლზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა და აპრილის ბოლომდე „სმარტი“ სარაჯიშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხანასთან მდებარე „ვისოლის“ სადგურზეც დაიდებს ბინას. ჯამურად ორივე ობიექტი 20 ადამიანს დაასაქმებს.

ახალი ობიექტები 24/7-ზე მოემსახურებიან ერთგულ მომხმარებელს. შესაბამისად, „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით „დანკინის“ ამერიკულ რესტორანთან და „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში კიდევ ერთ საჭირო და მიმზიდველ სივრცეს ქმნის.

„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ფონისა ქვეყანაში, „სმარტისთვის“ როგორც გასული, ისე მიმდინარე წელი ქსელის განვითარების აქტიური პერიოდია. უფრო მეტიც, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყანაში მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე ერთგულ თანამგზავრობას ისახავს მიზნად. ესქკლუზიური იმპორტული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფართო არჩევანით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ სუპერმარკეტი სარაჯიშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხანასთან მდებარე „ვისოლის“ სადგურის შემდეგ მცხეთაში გაიხსნება.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა