ინგლისში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება

ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ღია სივრცეში ორი სხვადასხვა ოჯახის წევრების ან 6-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები ხდება.

ასევე იხსნება ღია ცის ქვეშ განთავსებული სპორტული ობიექტები, მათ შორის ჩოგბურთის კორტები და გოლფის მოედნები.

დასაშვები ხდება საქორწინო ცერემონიები, რომლებსაც ექვსამდე ადამიანი ესწრება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროპაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ახალი ვარიანტები ვაქცინაციის პროცესს საფრთხეს უქმნის.

„შემსუბუქების მიუხედავად ყველამ უნდა გააგრძელოს წესების დაცვა, გახსოვდეთ : ხელები, სახე, სივრცე და ვაქცინაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 30 151 287 ადამიანს აქვს გაკეთებული, ორივე დოზა კი - 3 527 481-ს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო