ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

„ნამახვანი ჰესი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა,

მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო.

„იცით, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ იყოს ყველას ჩართულობა. ამიტომ, ყველა ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით“, - განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ „ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რაში დაიხარჯება 5 000 000“.

რაც შეეხება კომპენსაციებს, მინისტრის განმარტებით, კომპანიამ 280 ოჯახზე ადგილზე უკვე 34 მილიონ ლარამდე გასცა.

„საქართველოს ენერგეტიკასთან დაკავშირებით გვქონდა ორადორი არჩევანი, სამუდამოდ დავრჩეთ პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად, თუ გავხდეთ ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი. ჩვენ, ეს გადაწყვეტილება და არჩევანი უკვე გავაკეთეთ 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ენერგეტიკული ევროპული გაერთიანების წევრი. მას შემდეგ ჩვენი ყველა პროექტი, დაწყებული შავ ზღვაზე წყალქვეშა გადამცემი კაბელით და დამთავრებული „ნამახვანი ჰესითა“ და ზოგადად, ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, მთლიანად ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია თურნავამ..

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში