მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ იწყება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti) იწყებს. ამის შესახებ ინმფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადადის. აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირე მეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.

„პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია ღია ტენდერით, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.

“APMTerminals4Poti”-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ. პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია და მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის ოდენობით გულისხმობს.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, შეადგენს 800,000 ლარს. წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების უზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგის მომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში. რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადად წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას. ამრიგად, მიზნობრივი დაფინანსების ბიუჯეტის მიმართული იქნება სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსებაზე (იხილეთ ინფორმაცია პროგრამის პრიორიტეტული განმცხადებლების შესახებ www.eda.org.ge/4poti). მოცემული მიდგომა თანხვედრაშია კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ზოგად სტრატეგიასთან, ადგილობრივი საჭიროებების მხარდაჭერის კვალდაკვალ, განახორციელოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიზნებზე მიმართული მრავალმხრივი, ქმედითი ღონისძიებები.

"დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას საქართველოში, განსაკუთრებით კი ფოთში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს ეკონომიკის საფუძველს და ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარს. ამ პროგრამის დაწყებით, გვსურს მოტივირებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები, რაც სრულად ეხმიანება ჩვენს, „მაერსკის“ ღირებულებებს და მდგრადი საქმიანობის პრინციპებს”,- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა,.

“ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი ოფიციალურად 30 მარტს გამოცხადდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განმახორციელებელი ორგანიზაციის “Facebook” და ვებ-გვერდებზე www.eda.org.ge/4poti ან „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ სოციალურ მედია არხებში “Facebook”, LinkedIn ან ვებ-საიტზე www.apmterminals.com/poti. ასევე, პროგრამის ოფიციალურ Facebook გვერდზე (APMTerminals4Poti - ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის).

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 58 ქვეყანაში, 78 მოქმედი პორტისა და ტერმინალის ქსელით. 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის, რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწეა განლაგებული. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების შესყიდვის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული სანავსადგურე ინფრასტრუქტურის, საბაჟო საწყობის, სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და სერვისების განახლება-გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის / ტექნიკის განახლება იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი, როგორც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი კარიბჭის, პოზიცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა