სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ

საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე სპეციალიზაცია ინერგება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული დანაშაულების საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ.

სასწავლო პროგრამის გახსნისას, მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ანალიტიკოსმა ირინა ჯაფარიძემ და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველმა სარა ჰააპლაინენმა მიმართეს, რა დროსაც ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და მულტიდისციპლინური მიდგომების აუცილებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროცესი განგრძობადი იქნება და სწავლება მომავალშიც გაგრძელდება.

„პროგრამა მიმდინარე წლის 29 მარტიდან დაიწყება და სწავლებას სამი ჯგუფი გაივლის, რის საფუძველზეც პროკურორებს სქესობრივი დანაშაულის საკითხებზე სპეციალიზაცია მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.

სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, მოიცავს დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში. აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და უწყება შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვამს.

აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა