ტბეთის ქუჩაზე მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს

ტბეთის ქუჩაზე მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 300 გრძ.მ-ზე ახალი ქსელი მოეწყობა.

„მოძველებული წყალარინების სისტემა ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა. მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ადგილზე გაეცნო. წყალარინების ახალი ქსელით 130-მდე აბონენტი ისაგებლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა